Sunday, May 3, 2009

:) “სიცილაკები” :(


აქტივობა

აჩვენეთ ბავშვებს წინასწარ შერჩეული “სიცილაკები” და შესთავაზეთ თქვენს მიერ წინასწარ შედგენილი დადებითი და უარყოფითი თვისებების ჩამონათვალიდან, შეურჩიონ სიცილაკებს მათთვის დამახასიათებლები.



დადებითი თვისებები:

უყვარს კითხვა, გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ხუმარა, მხიარული, მეოცნებე, საოცარი, საყვარელი, გულმავიწყი, თბილი, მოსიყვარულე, თავაზიანი, გულუბრყვილო, ლამაზი, მომხიბვლელი, დამფასებელი, გულუხვი, მამაცი, ვაჟკაცი,უშიშარი, მორიდებული, შემოქმედი, პატიოსანი, არტისტული, მზრუნველი, წიგნიერი, მგრძნობიარე, ფაქიზი, ჰაეროვანი, საქმიანი, სხარტი, ცნობისმოყვარე, უბრალო, თავმდაბალი, კორექტული, ტაქტიანი, ერუდირებული, პასუხისმგებლობიანი, ემოციური, მოხერხებული, პუნქტუალური. . .




უარყოფითი თვისებები:

სულელი, შურიანი, პირმოთნე, ბოროტი, ბოღმიანი, უტვინო, უსუსური, მატყუარა, ჯიუტი, უზრდელი, მოუქნელი, უგემოვნო, თავხედი, აგრესიული, აბეზარი, სასტიკი, ბრაზიანი, ზარმაცი, ზანტი, ლაჩარი, ჭორიკანა, მეტიჩარა, ქედმაღალი, დაბნეული, უვიცი, ამპარტავანი, მშიშარა, ეჭვიანი . . .


უთხარით,რომ მათ თითონაც შეუძლიათ დაამატონ რაიმე დადებითი და უარყოფითი თვისებება ამ ჩამონათვალს.
შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს კარგად დააკვირდნენ, ხომ არ ახსენებთ რომელიმე სიცილაკი საკუთარ თავს?

შესთავაზეთ ასეთი თამაში:

სიცილაკებიდან ამოარჩიონ ის, რომელიც მათ ხასიათით მიაგავთ , დაახასიათონ თავი 3 დადებითი თვისებით და ერთი უარყოფითით, რომლისგანაც გათავისუფლება სურთ.

თამაშის დროს, სიტყვათა მარაგი შევსების მიზნით, შეიძლება ვკითხოთ ბავშვებს როგორ ესმით, ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა მაგ. გულუბრყვილო, კორექტული, ტაქტიანი, ერუდირებული და ა.შ.

ინფორმატიკის გაკვეთილზე ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ საკუთარი სიცილაკების დახატვა Paint პროგრამაში.

Friday, May 1, 2009

"კეთილი ხელების მზე"



აქტივობა

ბავშვები ხატავენ საკუთარ ხელებს, გამოჭრიან მაკრატლით, ხელისგულზე აწერენ თავის სახელს, ორი თითის გაყოლებაზე წერენ კეთილ საქმეებს,რომლებიც უკვე გაუკეთებიათ. დანარჩენ სამ თითზე, კი- კეთილ საქმეებს, რომლების გაკეთებასაც მომავალში გეგმავენ. კეთილი ხელები ისე დავაწებოთ წინასწარ ცისარტყელა დახატულ ფორმატზე, რომ მივიღოთ კეთილი ხელების ხე და მზე.
ბავშვებს ვთხოვთ გაიხსენონ მათ მიერ გაკეთებული ყველაზე კეთილი საქმე, რომლის შემდეგაც თითონაც ბედნიერად იგრძნეს თავი.